Accentnews.ge
NEJM – აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულებს რეანიმაციაში მოხვედრამდე მთავარ სიმპტომად ხველა და ჰაერის უკმარისობა აღენიშნებოდათ

NEJM – აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულებს რეანიმაციაში მოხვედრამდე მთავარ სიმპტომად ხველა და ჰაერის უკმარისობა აღენიშნებოდათ

31/03/2020 19:45:51 მსოფლიო

აშშ–ში ახალი კორონავირუსით (Covid-19) ინფიცირებულებს რეანიმაციაში მოხვედრამდე მთავარ სიმპტომად ხველა და ჰაერის უკმარისობა აღენიშნებოდათ, – ამის შესახებ ინფორმაციას „The England Journal of Medicine“ (NEJM) ავრცელებს.

„აშშ–ში, სიეტლში შეისწავლეს Covid-19–ით ინფიცირებული 24 პაციენტი, რომელთაც რეანიმაციაში გადაყვანა დასჭირდათ. მათი ასაკი 44–დან 82 წლამდე მერყევობს და მათგან 63% მამაკაცია. ინფიცირებულები სიმპტომების დაწყებიდან საშუალოდ 7 დღეში (3–დან 11 დღემდე პერიოდში) მოხვდნენ რეანიმაციაში. ყველა მათგანთან ძირითადი სიმპტომი ხველა და ჰაერის უკმარისობა იყო. ტემპერატურა რეანიმაციაში მოხვედრამდე პაციენტთა მხოლოდ 50%–ს აღენიშნებოდა. 24 პირიდან 12 პაციენტი გარდაიცვალა რეანიმაციაში მოხვედრიდან 1–დან 18 დღემდე პერიოდში. დანარჩენი 12 პაციენტი გადარჩა. მათგან 5 სახლშია გაწერილი, 4 პალატაშია გადაყვანილი, 3 მართვით სუნთქვაზეა“, – ნათქვამია NEJM–ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 41 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 836 000–ს გადააჭარბა, 174 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული. 110 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S