Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება

საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება

31/03/2020 18:04:37 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.

  • თურქეთი: 13 531 ინფიცირებული, 214 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 298 ინფიცირებული, 5 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 532 ინფიცირებული, 3 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 2,337 ინფიცირებული, 17გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 41 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 836 000–ს გადააჭარბა, 174 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული. 110 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S