Accentnews.ge
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2704 შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2704 შემთხვევა დაფიქსირდა

31/03/2020 17:07:12 მსოფლიო

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 2 704 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამგვარად, თურქეთში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რიცხვმა 13 500-ს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 214 შეადგინა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსზე ტესტი 92 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ინფიცირებულთა შორის 847 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S