Accentnews.ge
მოსკოვში ერთ-ერთი იმ კლინიკის მთავარ ექიმს, სადაც ინფიცირებულები გადაჰყავთ, COVID-19 დაუდასტურდა

მოსკოვში ერთ-ერთი იმ კლინიკის მთავარ ექიმს, სადაც ინფიცირებულები გადაჰყავთ, COVID-19 დაუდასტურდა

31/03/2020 13:25:33 მსოფლიო

მოსკოვის ერთ-ერთი იმ კლინიკის - ე.წ. კომუნარკის მთავარ ექიმს, რომელშიც ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეები გადაჰყავთ, COVID-19 დაუდასტურდა.

ტესტის საბოლოო შედეგები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, - იუწყება რუსული მედია.მისივე ინფორმაციით, დენის პროცენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ამჟამად იგი იმავე კლინიკაში გადის მკურნალობას.ეს ცნობა განსაკუთრებით აქტუალური იმ ფონზე გახდა, რომ ცოტა ხნის წინ პროცენკოსთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

ცნობისთვის: პუტინის კონტაქტი პროცენკოსთან და რიგ ინფიცირებულ პაციენტებთან გასულ კვირას, პრეზიდენტის მიერ ხსენებული საავადმყოფოს მონახულების დროს შედგა. როგორც მაშინ კრემლში აღნიშნეს, ვიზიტის დროს დაცული იყო უსაფრთხოების ყველა ზომა, პუტინი პაციენტებს სპეციალურ ყვითელი დამცავი კოსტიუმითა და ნიღბით ეკონტაქტა, თუმცა ე.წ. "სუფთა ზონაში" ამ დამცავი საშუალებების გარეშე გადაადგილდებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S