"მაღალკვალიფიციურ მედპერსონალთან ერთად, საქართველოს ჰყავს უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც ამერიკულმა მხარემ გადაამზადა"
31/03/2020 12:06:31 მსოფლიო
საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, მაღალკვალიფიცირებულ სამედიცინო პერსონალთან ერთად საქართველოს ჰყავს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ გადამზადდა და სრულად აღიჭურვა.
„იგივე ჯგუფები ახლა მარნეულში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საპასუხო ძალისხმევაში არიან ჩართული. ჩვენ ვამაყობთ DTRA-სა და საქართველოს ქბრბ ჯგუფებს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობით. მათი სამსახური უმნიშვნელოვანესია და მათი საჭიროება ახლა ყველაზე ცხადად ჩანს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული. 110 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია.


