Accentnews.ge
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: "ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიის სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: "ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიის სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა"

31/03/2020 11:53:04 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიის სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა.

WHO-ს წარმომადგენლის მაიკ რაიანის განცხადებით, იტალია და ესპანეთი პიკს უახლოვდებიან და რამდენიმე კვირის წინ ევროპაში დაწესებული შზღუდვები შედეგს გამოიღებს.

„ეპიდემია თავისით არ ჩაივლის. საჭიროა ქვეყნები კონცენტრირდნენ იმაზე, თუ რა სტრატეგიას მიჰყვებიან“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 37 800 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 787 000–ს გადააჭარბა, 166 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული. 110 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S