ევროპაში კორონავირუსით ბავშვის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
31/03/2020 10:39:34 მსოფლიო
ევროპაში ახალი კორონავირუსით ბავშვის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებამ ბელგიაში 12 წლის გოგონა იმსხვერპლა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ეს მსოფლიოში კორონავირუსით მოზარდის გარდაცვალების მე–5 შემთხვევაა. მანამდე დაავადებამ 10 თვის ჩვილი და 14 წლის ბიჭი ჩინეთში, ხოლო 18 წლამდე ასაკის ბიჭი და 1 წლამდე ასაკის ჩვილი აშშ–ში იმსხვერპლა.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 37 800 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 787 000–ს გადააჭარბა, 166 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული. 110 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია.


