ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 128 ადამიანი გარდაიცვალა
31/03/2020 08:25:34 მსოფლიო
დღე–ღამის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსით 128 ადამიანი გარდაიცვალა, 4 615 კი დაინფიცირდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 650 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 67 051, გამოჯანმრთელებულია 13 500.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 37 800 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 787 000–ს გადააჭარბა, 166 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 108 შემთხვევაა დადასტურებული. 108 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია.


