Accentnews.ge
ერდოღანი 7 თვის ხელფასს კორონავირუსით დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხავს

ერდოღანი 7 თვის ხელფასს კორონავირუსით დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხავს

31/03/2020 06:12:15 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში „ეროვნული სოლიდარობის კამპანია“ დააფუძნა და შემოწირულობის სახით 7 თვის ხელფასი გაიღო, - იუწყება თურქული მედია.

„კამპანიას საკუთარი 7 თვის ხელფასის დონაციით ვიწყებ", - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პარლამენტარებმა კამპანიის ფარგლებში 5,2 მილიონი თურქული ლირის (791 000 აშშ დოლარი) ოდენობის შემოიწრულობა გაიღეს.

ერდოღანის განცხადებით, კამპანიის მიზანი იმ დაბალშემოსავლიანი ადამიანაების დახმარებაა, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების გამო ეკონომიკურად დაზარალდნენ.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსმა168 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 10 827.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S