კორონავირუსმა ბოლო 24 საათში იტალიაში 812 ადამიანი იმსხვერპლა
30/03/2020 18:49:27 მსოფლიო
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსმა 812 ადამიანი იმსხვერპლა, ჯამში კი – 11 591. ამის შესახებ ინფორმაცია worldometers-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 4 050-ს შეადგენ, ჯამში კი 101 739 შემთხვევაა დადასტურებული.
ამავე ინფორმაციის თანახმად, იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 14 620 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კრიტიკულად ფასდება 3 981 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა.


