Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით 418 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით 418 ადამიანი გარდაიცვალა

30/03/2020 18:13:57 მსოფლიო

დღე–ღამის განმავლობაში საფრანგეთში ახალი კორონავირუსით 418 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 3 024 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 44 550.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპაში, აშშ–სა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 34 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 724 000–ს გადააჭარბა, 153 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 103 შემთხვევაა დადასტურებული. 103 ადამიანიდან 20 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S