პუტინმა ხანდაზმულებს ურჩია, “სახლში ისხდნენ, თუ სიცოცხლე უნდათ”
30/03/2020 16:45:37 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა ქვეყნის ხანდაზმულ მოქალაქეებს, “თუ სიცოცხლის შენარჩუნება უნდათ, სახლებში ისხდნენ”. ქვეყნის ლიდერმა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში საყოველთაო კარანტინის შემოღებას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ საკარანტინო რეჟიმის დარღვევა “დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობად” მიაჩნია.
"65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს პირდაპირ უნდა ვუთხრათ: თუ გსურთ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნება, დარჩით სახლებში. ჩვენ თქვენზე ვფიქრობთ. თქვენც იფიქრეთ საკუთარ თავზე", — განაცხადა პუტინმა რეგიონებში თავის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
ამასთან, პრეზიდენტის მტკიცებით, “ხელისუფლებამ კორონავირუსის ეპიდემიის კუთხით მოვლენების ნეგატიური სცენარით განვითარების შესაძლებლობა აღკვეთა”.
ცნობისთვის: მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის მასშტაბიღ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 450-მდე შემთხვევა აღირიცხა.


