Accentnews.ge
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000–ს გადააჭარბა

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000–ს გადააჭარბა

30/03/2020 16:29:10 მსოფლიო

იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000–ს გადააჭარბა.

დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 812 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში დაავადებამ 11 591 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 101 739.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპაში, აშშ–სა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 34 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 724 000–ს გადააჭარბა, 153 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 100 შემთხვევაა დადასტურებული. 100 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S