ისრაელის პრემიერ-მინისტრი კარანტინშია
30/03/2020 12:20:56 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მრჩევლები კარანტინში არიან. კარანტინის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ნეთანიაჰუს ერთ-ერთ მრჩეველს კორონავირუსი დაუდგინდა.
კერძოდ, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა ულტრაორთოდოქსულ საკითხებში პრემიერის მრჩეველ რივკა პალუჩს. მას კორონავირუსი სავარაუდოდ მეუღლისგან გადაედო, რომელიც ჰოსპიტალიზებულია.
ისრაელში გამოვლენილია კორონავირუსის 4 347 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 134 ადამიანი, 16 პაციენტი გარდაიცვალა.


