Accentnews.ge
ტოკიოს ოლიმპიადის გახსნა 2021 წლის 23 ივლისისთვის იგეგმება

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნა 2021 წლის 23 ივლისისთვის იგეგმება

30/03/2020 12:04:51 მსოფლიო

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნა 2021 წლის 23 ივლისისთვის იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი იოშირო მორი ავრცელებს.

"ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაგრძელდება", – განაცხადა მორიმ.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წლის ზაფხულზე უნდა გამრთულიყო, თუმცა ახალი კორონავირუსის გამო ღონისძიება გადაიდო.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპაში, აშშ–სა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 34 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 724 000–ს გადააჭარბა, 153 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 98 შემთხვევაა დადასტურებული. 98 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S