ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შედარებით შემცირდა
30/03/2020 11:33:33 მსოფლიო
ესპანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ბოლო 24 საათში დაავადებამ 812 ადამიანი იმსხვერპლა, 29 მარტს – 838, 28 მარტს – 832.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 7340 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 85195.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპაში, აშშ–სა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 34 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 724 000–ს გადააჭარბა, 153 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 98 შემთხვევაა დადასტურებული. 98 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.


