Accentnews.ge
დიდ ბრიტანეთში თვითიზოლაციაში მყოფმა ქმარმა ცოლი მოკლა

დიდ ბრიტანეთში თვითიზოლაციაში მყოფმა ქმარმა ცოლი მოკლა

30/03/2020 10:43:49 მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში თვითიზოლაციასთან დაკავშირებული მკვლელობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხრეთ უელსში ახალი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფმა 69 წლის ქმარმა 67 წლის ცოლი მოკლა.

ბრიტანული მედიის ცნობით, ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცს კი მკვლელობის ბრალდებით ბრალი უკვე წაუყენეს.

მეზობლები ცოლ–ქმარს დადებითად ახასიათებენ.

„შოკში ვართ. ისინი წლებია, აქ ცხოვრობენ. ნამდვილი ტრაგედიაა“, – აცხადებენ მეზობლები.

ბრიტანელი სამართალდამცველების განცხადებით, თვითიზოლაციამ შესაძლოა, ქვეყანაში ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაზარდოს.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსმა 1 228 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 19 522.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპაში, აშშ–სა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 34 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 724 000–ს გადააჭარბა, 153 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 98 შემთხვევაა დადასტურებული. 98 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S