საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია
30/03/2020 07:42:35 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.
- თურქეთი: 9,217 ინფიცირებული, 131 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 209 ინფიცირებული, 4 გარდაცვლილი
- სომხეთი: 424 ინფიცირებული, 3 გარდაცვლილი
- რუსეთი: 1534 ინფიცირებული, 8 გარდაცვლილი
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპაში, აშშ–სა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 34 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 724 000–ს გადააჭარბა, 153 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 98 შემთხვევაა დადასტურებული. 98 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.


