
პირველად 2002 წლის შემდეგ, WTI ნავთობის ფასები 20-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა
30/03/2020 07:27:36 მსოფლიო, ეკონომიკა
გასული კვირის მყისიერი ზრდის შემდეგ ბაზრებმა მიმდინარე კვირა არანაკლებ მყისიერი ვარდნით დაიწყეს: ნავთობის ფასები ბარელში $20-23-მდე დაეცა, იაფდება აქციები აზიაში და ფიუჩერსები ამერიკულ საფონდო ინდექსებზე.
ორშაბათის სესიის განმავლობაში Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 6%-ზე მეტად, ბარელში $23,03-მდე ეცემოდა. ამერიკული West Texas Intermediate-ი კი, ერთ-ერთ მომენტში გაიაფდა რა 6%-ით, ბარელში $20-ზე მატად ჩამოქვეითდა და 18-წლიანი პერიოდის განმავლობაში რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზე რჩებოდა.
ანალიტიკოსების აზრით, ამჟამინდელმა რყევებმა შესაძლოა, ნავთობზე მოთხოვნა 1/4-ით შეამციროს, საცავები მალე გადავსებული აღმოჩნდეს და ზოგიერთი მწარმოებლები იძულებულები გახდნენ, მოპოვება შეწყვიტონ.
დღეს დილით ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ფიუჩერსები 6%-ით ეცემოდა და ვაჭრობის დასრულებისთვის ბარელში $23,40-ს შეადგენდა.
ამ დროისთვის ნიუ-იორკში WTI-ზე ფიუჩერსები 4,7%-ით – ბარელში $20,50-მდე შემცირდა.
• მარტის დასაწყისში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე OPEC-ის ქვეყნებმა ვერ მოილაპარაკეს ვერც ნავთობის მოპოვების შესახებ შეთანხმების პარამეტრების შეცვლაზე, ვერც მისი მოქმედების გახანგრძლივებაზე.
• რუსეთი არსებული პირობების შენარჩუნების წინადადებით გამოდიოდა, საუდის არაბეთი კი აცხადებდა, რომ მოპოვება კიდევ უნდა შემცირებულიყო. ამის გამო 1 აპრილიდან შეზღუდვები მოპოვებაზე იხსნება. სულ წლის დასაწყისიდან ნავთობის ფასები თითქმის ორჯერ დაეცა.