Accentnews.ge
"ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა იმპორტირებულია"

"ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა იმპორტირებულია"

30/03/2020 06:56:38 მსოფლიო

ჩინეთში ბოლო 24 საათში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისია ირწმუნება, ახალი შემთხვევებიდან 30 იმპორტირებულია, ხოლო ერთი – შიდა გადაცემა.

პეკინში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვირუსით ოთხი ადამიანი, გარდაცვალების შემთხვევები ჰუბეის პროვინციაში გამოვლინდა. 29 მარტის დღის ბოლომდე საავადმყოფოებიდან 322 პაციენტი გაეწერა.

ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის ცნობით, ვირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით ექიმებს 165 ადამიანზე აქვთ ეჭვი.

ჩინეთში ახალი კორონავირუსისგან საერთო ჯამში 75 770 ადამიანი განიკურნა, 2 396 პირს ამ დრომდე მკურნალობენ.

ცნობისთვის: დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ვარაუდობენ, რომ ჩინეთი კორონავირუსის შემთხვევების რეალურ რიცხვს მალავს. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Business Insider-ი წერს.

გამოცემის ცნობით, მეცნიერებმა აცნობეს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, რომ ჩინეთმა კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი დამალა და ის რეალურად 15-40-ჯერ უფრო მაღალია. გარდა ამისა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩინეთი თავისი ეკონომიკური გავლენის გაძლიერებას ცდილობს, როდესაც სხვა ქვეყნებს ვირუსთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს.

გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ ბორის ჯონსონი შეშფოთებულია ჩინეთის ასეთი მიდგომით და შესაძლოა გადახედოს თავისი გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში 5G-ის ქსელის განვითარების უფლების ჩინური კომპანია Huawei-სთვის გადაცემის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S