Accentnews.ge
ტრამპი: "თუ დაღუპულთა რიცხვი 100 000-ს არ გადააჭარბებს, იმას ნიშნავს, რომ მაგრად ვიმუშავეთ"

ტრამპი: "თუ დაღუპულთა რიცხვი 100 000-ს არ გადააჭარბებს, იმას ნიშნავს, რომ მაგრად ვიმუშავეთ"

30/03/2020 06:41:51 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ზე მეტი არ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ მისმა ადმინისტრაციამ „მაგრად იმუშავა“.

„სავარაუდო გათვლებით, გარდაცვალების პირკი ორ კვირაში იქნება. იმაზე უარესი არაფერია ვიდრე გამოაცხადო გამარჯვება მანამ, სანამ მართლა გაიმარჯვებ. ეს ყველაზე დიდი დამარცხება იქნება“,-განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის: ტრამპმა შინ დარჩენის რეჟიმი აპრილის ბოლომდე გაახანგრძლივა. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ მოქალაქეები გარეთ გასვლისგან, ქვეყნის მასშტაბით, თავს 30 აპრილამდე შეიკავებენ, რაც გავრცელების მასშტაბის შეფერხებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 2 484 ადამიანი ემსხვერპლა, 142 178 ათასი კი ინფიცირებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S