რონალდომ კარანტინი დაარღვია
30/03/2020 06:06:30 მსოფლიო
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო კარანტინის პერიოდში კუნძულ მადეირაზე ქალაქ ფუნშალის ქუჩებში სეირნობისას შენიშნეს.
ფეხბურთელს თან მეგობარი გოგო და შვილები ახლდა. ამასთან, რონალდოს არც დამცავი ნიღაბი და ხელთათმანები არ ეკეთა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ სამ ფეხბურთელს დაუდასტურდა კორონავირუსი – პაულო დიბალას, ბლეზ მატუიდისა და დანიელე რუგანის.


