Accentnews.ge
"დიდ პატივს ვცემ დედოფალს, მაგრამ აშშ ჰარისა და მეგანის უსაფრთხოებისთვის თანხას არ გადაიხდის"

"დიდ პატივს ვცემ დედოფალს, მაგრამ აშშ ჰარისა და მეგანის უსაფრთხოებისთვის თანხას არ გადაიხდის"

29/03/2020 20:23:52 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარისა და მისი ცოლის მეგან მარკლის უსაფრთხოებისთვის თანხას არ გადაიხდის.

"მე დედოფლის დიდი მეგობარი ვარ და მას დიდ პატივს ვცემ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰარი და მეგანი, რომლებმაც დატოვეს სამეფო და ცხოვრობდნენ კანადაში, ახლა აშშ–ში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აშშ არ გადაიხდის მათი უსაფრთხოებისთვის. ეს თანხა თავად უნდა გადაიხადონ", – წერს ტრამპი "ტვიტერში" პირად გვერდზე.

ცნობისთვის: ჰარისა და მეგანი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S