ენტონი ფაუჩის ვარაუდით, აშშ–ში კორონავირუსი 100 000–დან 200 000–მდე ადამიანს იმსხვერპლებს
29/03/2020 20:04:42 მსოფლიო
აშშ–ის ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის ვარაუდით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 100 000–დან 200 000–მდე ადამიანს იმსხვერპლებს.
"დღევანდელი ვითარებიდან გამომდივარე, ვფიქრობ, გვექნება 100 000-დან 200 000–მდე ლეტალური შემთხვევა. კორონავირუსით სავარაუდოდ, მილიონობით ადამიანი დაინფიცირდება", - განაცხადა ფაუჩიმ.
ბოლო მონაცემებით, აშშ–ში კორონავირუსმა 2 438 ადამიანმა იმსხვერპლა, ინფიცირებულია 138 879.


