Accentnews.ge
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ექიმის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ექიმის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

29/03/2020 19:46:48 მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით (Covid-19) ექიმის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, 55 წლის ამჯედ ელ–ჰავრანი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობდა, საავადმყოფოში "Leicester Royal Infirmary" Covid-19–ით გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, დღე –ღამის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 209 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსმა 1 228 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 19 522.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S