Accentnews.ge
იზრდება თუ არა მწეველებისთვის კორონავირუსით ინფიცირების რისკი

იზრდება თუ არა მწეველებისთვის კორონავირუსით ინფიცირების რისკი

29/03/2020 12:09:16 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, მწეველებისთვის ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების რისკი სავარაუდოდ, იზრდება.

„მწეველები სავარაუდოდ, უფრო დაუცველები არიან COVID-19– ის მიმართ, ვიდრე არამწეველები, რადგან მოწევის დროს ადამიანს თითები (შესაძლოა, დაბინძურებული სიგარეტი) ტუჩებთან მიაქვს, რაც ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ვირუსი ხელიდან პირს გადაეცეს. გარდა ამისა, ზოგიერთ მწეველს შესაძლოა, უკვე ჰქონდეს ფილტვების პრობლემები და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში სერიოზული გამწვავების რისკი ძალიან იზრდება.

ამასთან, თამბაქოს მოსაწევი მოწყობილობების უმეტესობას აქვს ერთი მილი, საიდანაც თამბაქოს სხვადასხვა ადამიანი ეწევა. ამ შემთხვევაში შესაძლოა, COVID-19– ის გადაცემის რისკი მაღალი იყოს“, – აცხადებენ WHO–ში.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 677 705–ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ვირუსმა 31 737 ადამიანი იმსხვერპლა, გამოჯანმრთელებულია 146 319.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. 90 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S