საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
29/03/2020 10:52:10 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.
- აზერბაიჯანი: 182 ინფიცირებული, 4 გარდაცვლილი
- სომხეთი: 424 ინფიცირებული, 3 გარდაცვლილი
- თურქეთი: 7402 ინფიცირებული, 108 გარდაცვლილი
- რუსეთი: 1534 ინფიცირებული, 8 გარდაცვლილი
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. 90 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.


