
დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერმა პრესკონფერენციაზე იკამათეს
06/06/2019 03:46:06 სხვა, მსოფლიო
დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე იკამათეს. კერძოდ, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ ირლანდიაში ვიზიტისას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის მომავალი აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე არსებულ სიტუაციას შეადარა. მისი პროგნოზით, ლონდონსა და დუბლინს შორის საზღვრის საკითხზე დავა უახლოეს ხანში გადაწყდება.
„ვფიქრობ, რომ თქვენს კედელთან და თქვენს საზღვართან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ლეო ვარადკართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. საპასუოდ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ლონდონსა და დუბლინს სწორედ კედლისა და საზღვრის საკითხების თავიდან არიდება სურთ.
როგორც ლეო ვარადკარმა მოგვიანებით განაცხადა, პირისპირ შეხვედრის დროს ტრამპმა ის დაარწმუნა, რომ ორ ირლანდიას შორის საზღვრის ღიაობას მხარს უჭერს.