საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
28/03/2020 08:47:20 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.
- აზერბაიჯანი: 165 ინფიცირებული, 2 გარდაცვლილი
- სომხეთი: 372 ინფიცირებული, 1 გარდაცვლილი
- თურქეთი: 5698 ინფიცირებული, 92 გარდაცვლილი
- რუსეთი: 1036 ინფიცირებული, 3 გარდაცვლილი
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 85 შემთხვევაა დადასტურებული. 85 ადამიანიდან 14 გამოჯანმრთელებულია.


