ქალაქ უხანში ორთვიანი კარანტინის შემდეგ მეტრო ამუშავდა
28/03/2020 08:44:06 მსოფლიო
ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ითვლება, ორთვიანი კარანტინის შემდეგ მეტრო ამუშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამ დროისათვის აღდგენილია მეტროს 184 სადგური. თითოეულ მათგანზე სპეციალური აპარატია მოწყობილი, რომელიც მოქალაქეებს ტემპერატურას უზომავს. ამასთან, მეტროს ვაგონებში აკრძალულია ერთმანეთის გვერდით ჯდომა, რასაც სპეციალური პირი აკონტროლებს.
ქალაქ უხანი კარანტინის ზონად იანვარში გამოცხადდა. ახალი კორონავირუსი ქალაქში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ხუბეის პროვინციაში, სადაც ქალაქი უხანი მდებარეობს, ვირუსის გავრცელების შედეგად 3299 ადამიანი დაიღუპა.


