იტალიაში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი განიკურნა
28/03/2020 06:43:51 მსოფლიო
იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსისგან 102 წლის ქალბატონი განიკურნა, - იუწყება CNN.
იტალიკა გრონდონა, რომელმაც ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ გენოას ერთ-ერთ საავადმყოფოში 20 დღე გაატარა, უკვე საკუთარ სახლშია და თავს კარგად გრძნობს.
![]()
ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტი COVID-19-ით დაინფიციებული მოხუცებისთვის იმედის მიმცემია.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 86 498 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 9 134


