Accentnews.ge
მსოფლიო ბანკი საქართველოს 45 მლნ ევროს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკი საქართველოს 45 მლნ ევროს გამოუყოფს

27/03/2020 15:28:55 ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს საქართველოში "ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის" 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

ამ პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის სხვადასხვა სფეროში. ის ასევე დაეხმარება ქვეყანას შეამსუბუქოს COVID-19-ის პანდემიის ეკონომიკური გავლენა.

ყურადღება გამახვილებულია: საჯარო რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე, კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, უფრო კონკურენტული ბაზრების პოპულარიზაციაზე, ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციაზე, მასწავლებლის ანაზღაურების გაუმჯობესებასა და ინვესტიციების ხელშეწყობის გაძლიერებაზე.

"ეს პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს სტაბილური მაკრო-ფისკალური გარემო და განახორციელოს სტრუქტურული რეფორმები, ეკონომიკური მართვის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება კი დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესაბასა და ასევე, COVID-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში", - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სებასტიან მოლინეუსმა.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ "განვითარების პოლიტიკის ღონისძიებები" შეესაბამება საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2020 წლის სტრატეგიას და ასევე, მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების ჩარჩო დოკუმენტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S