ნიუ – იორკის პოლიციის დეპარტამენტის 500-ზე მეტი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა
27/03/2020 15:00:05 მსოფლიო
ნიუ – იორკის პოლიციის დეპარტამენტის 500-ზე მეტი თანამშრომელი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. CNN–ის ცნობით, 512 ინფიცირებულიდან 161 პოლიციის ოფიცერია.
ბოლო მონაცემებით, აშშ–ში კორონავირუსმა 1307 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 85 906.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპაში, აშშ–სა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 24 360 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 531 000–ს გადააჭარბა, 105 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული. 81 ადამიანიდან 13 გამოჯანმრთელებულია.


