თურქეთმა რიგ დასახლებებში საკარანტინო რეჟიმი აამოქმედა
27/03/2020 13:40:11 მსოფლიო
თურქეთში, რიზეს პროვინციაში, ქანდირლიში და ოთხ დასახლებაში კარანტინი გამოცხადდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თურქეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების გამო საკარანტინო რეჟიმი შემოიღეს.
27 მარტის მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსით 75 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულია 3629 მოქალაქე. ვირუსის პირველი შემთხვევა თურქეთში 11 მარტს გამოვლინდა.


