კორონავირუსი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანსაც დაუდასტურდა
27/03/2020 13:31:45 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შემდეგ ახალი ტიპის კორონავირუსი ქვეყნის ჯანდაცვის მდივანსაც დაუდასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მეთ ჰენკოკი სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.
ცნობისთვის: დღესვე კორონავირუსი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს დაუდასტურდა, გუშინ კი – უელსის პრინც ჩარლზს.


