კრემლში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაადასტურეს
27/03/2020 11:54:06 მსოფლიო
კრემლში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურეს.
ინფორმაციას CNN რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერ დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც CNN იუწყება, საუბარია რამდენიმე შემთხვევაზე, თუმცა პესკოვი მხოლოდ ერთს ადასტურებს.
პესკოვი ირწმუნება, რომ ეპიდემიოლოგებმა "ყველა შესაბამის ზომას მიმართეს, ჩატარდა დეზინფექცია".
ამასთან, მისივე თქმით, რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს დაინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია.


