ბორის ჯონსონი კორონავირუსით დაინფიცირდა
27/03/2020 11:21:03 მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ვირუსის მსუბუქად გამოხატული ნიშნები აქვს. ცოტა ხნის წინ პრემიერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის თვითიზოლაციაშია. „ბოლო 24 საათის მანძილზე მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა და ტესტმა დადებითი აჩვენა. ახლა თვითიზოლაციაში ვიმყოფები, თუმცა ვაგრძელებ მუშაობას, რომ შევებრძოლოთ კორონავირუსს“,-დაწერა ჯონსონმა.
ცნობისთვის, გუშინ კორონავირუსი უელსის პრინც ჩარლზსაც დაუდგინდა.


