უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმეტესობის ასაკი 18–დან 49 წლამდე მერყევობს
27/03/2020 10:52:43 მსოფლიო
უკრაინაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა უმეტესობის ასაკი 18–დან 49 წლამდე მერყევობს, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.
„ინფიცირებულთა 38% 18–დან 49 წლამდე ასაკის ადამიანია, 17% – 18-დან 29 წლამდე ასაკისაა, 30% – 50დან –65 წლამდე ასაკისაა, ხოლო 5% – 65 წელს გადაცილებული პირია“, – განაცხადა ლიაშკომ.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსმა 5 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 218.


