ნიუ–იორკის საავადმყოფოს მედდა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობდა, დაავადებამ იმსხვერპლა
27/03/2020 07:42:42 მსოფლიო
ნიუ–იორკის „Mount Sinai West“ საავადმყოფოს მედდა, რომელიც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობდა, დაავადებამ იმსხვერპლა.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, საავადმყოფოს პერსონალმა არაერთხელ განაცხადა, კლინიკა სამედიცინო დამცავი აღჭურვილობის დეფიციტს განიცდიდა. ცოტა ხნის წინ „The New York Times“ შოკისმომგვრელი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც მედპერსონალი დამცავი სპეცტანსაცმლის დეფიციტის გამო აღჭურვილობად ნაგვის პარკებს იყენებს.

გარდაცვლილი მედდა 48 წლის კიოუს ჯორდან კელია. მას კოლეგები დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ ინფიცირებულ პაციენტებზე განსაკუთრებული ზრუნვით გამოირჩეოდა.


