Accentnews.ge
ჩინეთი უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს

ჩინეთი უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს

27/03/2020 01:51:46 მსოფლიო

ჩინეთი 28 მარტიდან უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის იმპორტის შემთხვევების აღკვეთის მიზნით მიიღეს: რამდენადაც ოფიცილურადაა ცნობილი, ჩინეთში ვირუსის შიდა გავრცელების შემთხვევები იკლებს, თუმცა იმპორტირებილი იმატებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების მხოლოდ 6 და ინფიცირების 67 ახალიშემთხვევა გამოვლინდა. Covid 19 ქვეყანაში სულ 81 285 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 74 051 გამოჯანმრთელდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S