Accentnews.ge
ბრიტანეთის მთავრობა თვითდასაქმებულებს 2 500-მდე ფუნტით დაეხმარება

ბრიტანეთის მთავრობა თვითდასაქმებულებს 2 500-მდე ფუნტით დაეხმარება

26/03/2020 18:20:07 მსოფლიო

ახალი კორონავირუსის კრიზის გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობა თვითდასაქმებულებს ერჯერადად 2 500-მდე ფუნტით (დაახლოებით 3 000 აშშ დოლარი) დაეხმარება.

როგორც BBC იუწყება, მოქალაქეებს შეეძლებათ, მთავრობას მიმართონ და მათი ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალო შემოსავლის 80%-ის ანაზღაურება მოითხოვონ, რომელიც 2 500 ფუნტს არ უნდა აჭარბებდეს. შეღავათი ეხება იმ თვითდასაქმებულებს, რომლებიც წელიწადში 50 000 ფუნტზე მეტს არ გამოიმუშავებენ.

გამოცემის ცნობით, დახმარების გაცემა ივნისამდე არ განხორციელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S