Accentnews.ge
რუსეთში თვითმფრინავებს წმინდანების სახელებს მიანიჭებენ

რუსეთში თვითმფრინავებს წმინდანების სახელებს მიანიჭებენ

05/06/2019 13:54:49 სხვა, მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივი საკითხებისა და რელიგიური გაერთიანებების კომიტეტის წევრმა ვიტალი მილონოვმა (მმართველი პარტია) მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით თვითმფრინავებისთვის წმინდანების სახელების მინიჭებას ითვალისწინებს და კოლეგებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ვთვლი, რომ ამ ინიციატივას შესაძლოა, მხოლოდ რომელიმე მორიგი ათეისტურად განწყობილი თახვი შეეწინააღმდეგოს და ასეთებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგან ადრე თუ გვიან, დგინდება, რომ ასეთი ტიპები ფულს აგროვებენ ესპანეთში წასასვლელად, რათა სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარონ. თუ ჩვენთან აეროპორტებს მწერლების, კომპოზიტორების სახელები ენიჭებათ, თან ისეთების, რომლებიც ყველას როდი მოსწონს, მაშინ რატომ არ შეიძლება, გავიზიაროთ მოსახლეობის იმ ნაწილის სურვილი, რომელსაც სურს, წმინდანების სახელობის თვითმფრინავებით იფრინოს?!" – განუცხადა რუს ჟურნალისტებს მილონოვმა. 

მანამდე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ავიაკომპანია "ირაეროს" ჟურნალის გვერდების ამსახველი ფოტოები და გაირკვა, რომ კომპანიის ავიაპარკში რიგ საჰაერო ხომალდებს ქრისტიანული წმინდანების სახელები აქვთ მინიჭებული. შესაბამისი ფოტოების გვერდზე ჟურნალში ლოცვებიც არის გამოქვეყნებული.

რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში ამასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ საფრენი აპარატების თუ სხვა ობიექტებისთვის წმინდანების სახელების მინიჭება ნორმალური პრაქტიკაა, რომელიც საერო სახელმწიფო ტრადიციებს არ ეწინააღმდეგება.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S