Accentnews.ge
სააკაშვილი უკრაინის მერის შეთავაზებას პასუხობს

სააკაშვილი უკრაინის მერის შეთავაზებას პასუხობს

05/06/2019 12:20:01 სხვა, მსოფლიო

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის მერის შეთავაზებას ღირსეული უწოდა.  

"ჩემი გუშინდელი მიმართვის საპასუხოდ ვიტალი კლიჩკომ დახმარების ხელი გამოგვიწოდა და ღირსეული წინადადება გააკეთა, მაგრამ მე ყველაფერს ღიად გავაკეთებ და გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მივიღებ, რაც თქვენს აზრს გავიგებ. ჩვენ ან "უდართან" ერთად უნდა წავიდეთ სრული რეფორმების პირობით, ან მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ არ წავიდეთ და არჩევნების მიღმა დარჩენის რისკის წინაშე დავდგეთ",– ამბობს სააკაშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. 


მისი თქმით, თუ შეთავაზებას დასთანხმება, პარტიის ფუნდამენტურად შეცვლა მოუწევს.   

„თუ წავალთ „უდარში“, ამ შემთხვევაში ამ პარტიის შეცვლა მოგვიწევს ფუნდამენტურად. პირველ რიგში იქ ბევრი ადამიანია, რომლებიც ბოლო მომენტამდე პოროშენკოსთან იყვნენ. ამიტომ, მე მგონია, რომ თუ ერთად წავალთ, ამ ადამიანებისგან უნდა გავთავისულდეთ, რომლებიც ბოლო წუთამდე პოროშენკოს ლოიალურად ემსახურებოდნენ. იქ ასევე არიან გარკვეული ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულები არიან კორუფციასთან და მათგანაც უნდა გავთავისუფლდეთ და უფრო მეტიც, მივაღწიოთ მათ ციხეში გაშვებას. ესეც გარკვეული წინაპირობაა განახლებისა და ახალი გაერთიანების“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება მხარდამჭერებს სთხოვა. 

ცნობისთვის: უკრაინის მერმა სააკაშვილს "უდარის" თავმჯდომარეობა შესთავაზა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S