ესპანეთმა ნატო-ს დახმარებას სთხოვა: “ეს ურთულესი კვირა იქნება"
25/03/2020 06:31:51 მსოფლიო
ესპანეთმა ნატო-ს ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის დროს ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით მიმართა. ქვეყანაში აცხადებენ, რომ სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის დამცავი ნიღბების ნაკლებობა აქვთ.
მადრიდი ალიანსს 450 000 რესპირატორულ მოწყობილობას, 500 000 სწრაფი ტესტს და 1.5. მილიონ დამცავ ნიღაბს სთხოვს.
“ეს ურთულესი კვირა იქნება, რადგან ჩვენ ვირუსთან ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ და ეპიდემიის პიკს ვუახლოვდებით“,-აღნიშნა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ იამ.
ცნობისთვის: ესპანეთში კორონავირუსის 42 000 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს მიაღწია.


