
ევროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა
24/03/2020 11:23:46 ეკონომიკა
24 მარტის 12:00 საათის მონაცემებით, კომერციულ ბანკებში 1$ ღირებულება 3.5 ლარი იყო, დღის მეორე ნახევარში კი 1$ შეძენა 3.62 ლარად, ხოლო ევროსი –3.943 ლარად არის შესაძლებელი.
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკი და მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რათა ლარის კურსის გაუფასურება შეაჩერონ.
„კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა და ამ ვითრებამ ეკონომიკას დაარტყა. ჩვენს ირგვლივ სამეზობლოში და ბევრ სხვა ქვეყანაშიც ეროვნული ვალუტა სწრაფად უფასურდება. არასწორი და უპასუხისმგებლობა იქნება იმის მტკიცება, რომ შევძლებთ და მსოფლიო ტენდენციას შევეწინააღმდეგებით.
ლარი აჰყვა საერთო დინამიკას და როგორც მთელს მსოფლიოში ხდება ეს გაუფასურება იმის გამო, რომ ვაჭრობა, ტურიზმი შეწყდა და ეს რა თქმა უნდა, აისახა ლარის კურსზე. რაც ჩვენ ნამდვილად შეგვიძია და ვაკეთებთ ლარის კურსის გაუფასურების შერბილება მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისთვის. ჩვენი ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს, ძნელია უკან წამოვიყვანოთ დინამიკა და დავუბრუნოთ 2 თვის წინანდელ მდგომარეობას და გახსოვთ ამ დროს ლარი რა ჯანსაღად იქცეოდა“, - განაცხაად თურნავამ.
ეროვნული ბანკი 25 მარტის ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.