Accentnews.ge
მოქალაქეების ცნობით, გადაადგილებაზე შეზღუდვები გარდაბანშიც ამოქმედდა

მოქალაქეების ცნობით, გადაადგილებაზე შეზღუდვები გარდაბანშიც ამოქმედდა

23/03/2020 16:18:05 საზოგადოება

მოქალაქეების ინფორმაციით, გადაადგილებაზე შეზღუდვები გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც ამოქმედდა. კერძოდ, როგორც „აქცენტს“ მოქალაქეებმა აცნობეს, დღის მეორე ნახევარში პირებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის მკვიდრები არ არინ, გარდაბანში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

„აქცენტი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოქმედებს თუ არა რაიმე სახის შეზღუდვები და იციან თუ არა მოქალაქეებმა ამის შესახებ, გარდაბნის რამდენიმე მკვიდრს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ მათ ქალაქში შესვლაზე შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ:

„ადამიანები ემზადებიან, რომ ქალაქის დატოვების შესაძლებლობას არ მოგვცემენ“.

შეგახსენებთ, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოცხადდა. აღნიშნულს წინ უძღოდა 62 წლის ქალის ინფიცირების შემთხვევა, რომლის პირველწყაროც მიკვლეული არ არის. ცნობილია, რომ ქალი 11 მარტს წლისთავზე ათეულობით ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, კლინიკას კი 18 მარტს მიმართა. ორიოდ დღის წინ მას ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ხნის განმავლობაში მას სოციალური აქტივობა ჰქონდა. მიკვლეულია 100–მდე კონტაქტი. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ფოთის კლინიკაში ანაკლიიდან პნევმონიის დიაგნოზით ქალი გადაიყვანეს. პაციენტი ამბობს, რომ მას ე.წ წლისთავის სუფრასთან ჰქონდა კავშირი. მისი ტესტის პასუხები ჯერ ცნობილი არაა.

გარდა ამისა, როგორც „აქცენტისთვის“ გახდა ცნობილი, კლინიკა „რუსთავში“ კორონავირუსზე ეჭვით პაციენტია მოთავსებული. სავარაუდოდ, მასაც მარნეულის შემთხვევასთან ჰქონდა კავშირი. ამ დროისთვის პაციენტის ტესტის პასუხები კვლევაშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S