Accentnews.ge
კორონავირუსზე ეჭვით რუსთავის კლინიკაში პაციენტი იმყოფება

კორონავირუსზე ეჭვით რუსთავის კლინიკაში პაციენტი იმყოფება

23/03/2020 14:15:54 საზოგადოება

ახალი ტიპის კორონავირუსზე ეჭვით კლინიკა "რუსთავში" პაციენტი იმყოფება, ამის შესახებ „აქცენტს“ ადგილობრივებმა აცნობეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, პაციენტს მარნეულის შემთხვევასთან აქვს სავარაუდო კავშირი.

მათივე ცნობით, ადგილზე ნიმუშების ასაღებად ლუგარის ლაბორატორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„აქცენტი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად კლინიკის მიმღებ განყოფილებას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ პაციენტი, რომელთან დაკავშირებითაც ეჭვია, სხვა პაციენტებისგან იზოლირებულია და კლინიკა სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებს ამ ეტაპზე შეუფერხებლად, უსაფრთხოდ იღებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ნიმუშების პასუხი ცნობილი არაა.

ცნობისთვის: უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 54 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან რვა პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, 23 მარტიდან კი საკარანტინო ზონად გამოცხადდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S