Accentnews.ge
„პლაქვენილის“ გაყიდვა კიდევ უფრო გამკაცრდება

„პლაქვენილის“ გაყიდვა კიდევ უფრო გამკაცრდება

23/03/2020 14:00:14 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მალარიისა და ართრიტის წინააღმდეგ სამკურნალო პრეპარატის „პლაქვენილი“ გაყიდვა აქამდეც რეცეპტით ხდებოდა, თუმცა მისი გაცემა კიდევ უფრო გამკაცრდება.

„პლაქვენილი“ [„ჰიდროქსილქლოროკინი“] მალარიისა და ართრიტის წინააღმდეგ სამკურნალო პრეპარატია. იგი სარეცეპტო წამალია, მაგრამ მისი გაცემა კიდევ უფრო გამკაცრდება. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მას გამოიყენებენ ინფექციონისტები და კლინიკები. სპეციალისტების მოწოდებებია, რომ მისი მიღება პრევენციის მიზნით დაუშვებელია. რაც შეეხება წამლის მარაგს, რამდენიმე კვირაში ჩამოვა 3000 კოლოფი, და „ავერსის“ , PSP–სა და "გეფა"–ს ქსელებში გაიყიდება“, – განუცხადეს „აქცენტს“ სამინისტროში.

მას შემდეგ, რაც აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომ „ჰიდროქსილქლოროკინი“ ეფექტურია ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ სამკურნალოდ, მოქალაქეებმა ამ პრეპარატის პანიკური შესყიდვა დაიწყეს. ნიგერიაში სამი ადამიანი „პლაქვენილის“ [„ჰიდროქსილქლოროკინი“] თვითნებურად მოხმარების გამო მოიწამლა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის არაერთმა წარმომადგენელმა უმკაცრესად გააფრთხილა ქვეყნის მოსახლეობა, რომ აღნიშნული პრეპარატის ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება დაუშვებელია.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 14 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 336 000–ს გადააჭარბა, 98 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. 8 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S