
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
23/03/2020 13:06:14 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 მარტს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2389ლარი იქნება, ერთი ევროსი – 3.4578 ლარი.
21 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1880 ლარი ღირდა, ევრო – 3.4230 ლარი.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასულ კვირას 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.