Accentnews.ge
გახარია ბიზნესმენებს ხვდება

გახარია ბიზნესმენებს ხვდება

23/03/2020 11:15:06 ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესმენებს ხვდება. მთავრობის ადმინისტრაციაში მათ შორის მივიდნენ „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია, ბიზეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

„პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან ბოლო დღეებში ხშირი შეხვედრები გვაქვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო. პირადად ვარ მომხრე, როგორ ვითარებაში უწევთ მათ გადაწყვეტილებების მიღება. ბიზნესი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ჩვენ გასულ კვირაში შევთავაზეთ მთავრობას ჩვენი ხედვა ეკონომიკური სტიმულირების გეგმასთან დაკავშირებით, მეორე დღეს პრემიერმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, ახლაც გვაქვს წინადადებები და ვეტყვით პრემიერს“, - განაცხადა ფხაკაძემ.

ნაწილი ბიზნესმენებისა კი აცხადებს, რომ არ იციან, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით დაიბარა პრემიერმა ისინი და კომენტარს შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ.

მისივე თქმით, შეხვედრები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე გამოწვევები არ დაიძლევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S